Belive

მბაპე ელ კლასიკოს გამოტოვებს?! - მადრიდელები სამედიცინო დასკვნებს ელიან

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, მადრიდის "რეალისა" და "არსენალის" დაპირისპირება შედგა.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული მატჩი "არსენალის" გამარჯვებით 1:2 დასრულდა. "რემონტადა" არ შედგა - ორი თამაშის ჯამში "არსენალმა" 5:1 გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გავიდა, სადაც "პარი სენ-ჟერმენს" დაუპირისპირდება.

მატჩის 75-ე წუთზე ტრავმა მიიღო კილიან მბაპემ - კერძოდ, მან "არსენალის" ფეხბურთელთან ბრძოლის დროს, ფეხი ცუდად დადგა და კოჭი გადაიბრუნა, რის გამოც თამაშის გაგრძელება ვეღარ შეძლო და მის ნაცვლად მოედანზე ბრაჰიმ დიასი შემოვიდა.

26 წლის ფრანგ სუპერვარსკვლავს სამედიცინო კვლევა პარასკევს ჩაუტარდება და "სამეფო კლუბი" სამედიცინო კვლევის პასუხებს დაელოდება.

ექიმების წინასწარი ვარაუდით, მბაპეს მარჯვენა ფეხის კოჭის დაჭიმულობა აქვს. თუ ყველაფერი კარგად წარიმართება, კილიანი 6-7 დღეში შეძლებს ვარჯიშის განახლებას, ხოლო სერიოზული დაჭიმულობის შემთხვევაში, მბაპე 3-4 კვირის გამოტოვება მოუწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ როგორც 26 აპრილის, ასევე 11 მაისის „ელ კლასიკოს“ გამოტოვებს.

სხვა სტატიები