Belive

მბაპე ჩემპიონთა ლიგაზე: ,,შეიძლება, მეტის გაკეთება შემეძლო, მაგრამ ჯადოქარი არ ვარ''

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელს, კილიან მბაპეს, ჰკითხეს, რატომ ვერ შეძლო მისმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგის მოგება:

,,არ ვიცი, პსჟ-ს ლიგის მოგებისთვის რა აკლდება, ეს კითხვა მე არ მეხება. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო. ეს უნდა ჰკითხოთ ადამიანებს, რომლებიც ამ გუნდს აშენებენ.

მე უბრალოდ ვცდილობ, რომ ჩემი საქმე რაც შეიძლება კარგად გავაკეთო. გასულ სეზონში დაახლოებით 40 გოლი გავიტანე, ნაკრებში - 10. ზედიზედ 5 წელია ლიგა 1-ის საუკეთესო ბომბარდირი და ფეხბურთელი ვარ. ჩემპიონთა ლიგაზე ,,ბაიერნთან'' მატჩის წინ, სამწუხაროდ, ტრავმა მივიღე, საპასუხო შეხვედრაში კი ვერაფერი შევძელით. ჯგუფურ ეტაპზე კი ყველაზე მნიშვნელოვანი მოთამაშე ვიყავი.

ჩემი სტანდარტებით მეტის გაკეთებაც შემეძლო, მაგრამ ჯადოქარი არ ვარ. სხვა ფეხბურთელებმაც ყველაფერი გააკეთეს. ამიტომ ეს შეკითხვა არა ჩემთვის, არამედ კლუბის ხელმძღვანელებისთვისაა,'' - განაცხადა მბაპემ.

ჩემპიონთა ლიგის გასულ სეზონში ,,პარი სენ ჟერმენი'' ტურნირს მერვედფინალური ეტაპიდან გამოეთიშა. პარიზული გუნდი ,,ბაიერნთან'' 2 შეხვედრის ჯამში 0:3 დამარცხდა.

სხვა სტატიები