Belive

მბაპე: ,,202-ე, 203-ე და 204-ე გოლები ბაიერნისთვის შევინახე''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,პარი სენ ჟერმენის'' თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, რომელიც შაბათს პარიზული გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა (კილიანმა 201-ე გოლი გაიტანა და ედინსონ კავანის გადაუსწრო), მიუნხენის ,,ბაიერნთან'' გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,აქ იმიტომ ვთამაშობ, რომ ისტორია დავწერო. ყოველთვის ვამბობდი, რომ ამის გაკეთება მინდოდა. საქმე ჯერ არ დამთავრებულა. გუნდური მიღწევები მაინტერესებს და არა - მხოლოდ ინდივიდუალური. მადლობას ვუხდი თანაგუნდელებს, მწვრთნელსა და ქომაგებს. ხალხისთვის ამის ჩუქება მნიშვნელოვანი იყო.

,,ბაიერნისთვის'' 202-ე, 203-ე და 204-ე გოლები შევინახე? და კიდევ უფრო მეტიც... გუნდმა ნდობა დაიბრუნა, მიუნხენში ბოლომდე კონცენტრირებულნი ჩავალთ. ახლა მოგების დროა,'' - განაცხადა მბაპემ.

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში მიუნხენის ,,ბაიერნი'' ,,პსჟ-ს'' ოთხშაბათს უმასპინძლებს.

გუნდებს შორის გამართული პირველი შეხვედრა ,,რეკორდმაისტერის'' გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა.

სხვა სტატიები