Belive

მბაპე: "2 საათი გასახდელში ჯდომა რთული იყო"

23 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში, საფრანგეთის ნაკრებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, პლეი-ოფის საგზური გაინაღდა. ფილადელფიის დამღლელ საღამოს (მატჩი 4 საათს გაგრძელდა), მბაპეს დუბლითა და დემბელეს ერთი გოლით, ფრანგებმა ერაყს უმარტივესად მოუგეს. ეს პირველი შეხვედრა იყო ამ მუნდიალზე, რომელიც შტორმის მოლოდინის გამო, პირველი ტაიმის შემდეგ შეწყდა და 2 საათის შემდეგ გაგრძელდა. კილიან მბაპემ, თავისი ისტორიული გოლები, ორივე ტაიმში გაიტანა.

ეს ძალიან გრძელი საღამო იყო. ემოციური სტაბილურობის თვალსაზრისით, ძალიან რთული იყო, რადგან გასახდელში თითქმის ორი საათის განმავლობაში კონცენტრირება მოგვიწია. ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს.

მსოფლიო ჩემპიონატზე ყოველთვის ვიტანდი გოლებს, მაგრამ პრიორიტეტი გუნდის საუკეთესო ფორმაში ყოფნაა. მსოფლიო ჩემპიონატის მოსაგებად საუკეთესო გუნდები უნდა დაამარცხო, ამიტომ ეს ძალიან რთული იქნება.

მესი ყოველთვის იტანდა და ისევ გაიტანს, ამიტომ ამაზე ყურადღების მიქცევა მე არაფერს მარგებს, მთავარია გუნდს დავეხმარო. - განაცხადა კილიან მბაპემ

საფრანგეთის მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა განაცხადა, რომ გრძელი შესვენება ფეხბურთელებთან ხუმრობაში 'გადააგორა'.

მბაპეს ამჟამად მსოფლიო ჩემპიონატზე 16 გოლი აქვს გატანილი, რითაც ტურნირამდელ რეკორდსმენს, მიროსლავ კლოზეს გაუთანაბრდა, ფრანგს ლეო მესი 2 გოლით უსწრებს.

მბაპეს ჟურნალისტები ეუბნებოდნენ, რომ შეუძლია, ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილი გოლების რეკორდი დაამხოს - ეს რეკორდი ფრანგ ჟუსტ ფონტენს ეკუთვნის, რომელმაც 1958 წელს შვედეთში 13 გოლი გაიტანა - მბაპემ ამის საპასუხოდაც თქვა, რომ პირად მიღწევებზე ფიქრის დრო მუნდიალზე არაა.

სხვა სტატიები