Belive

მაურიციო სარი: "რონალდუ ვეღარ გვაოცებს, ის დიბალას და კოშტას მსგავს ფორმაშია"

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
იტალიის თასის ფინალში ყოფილ კლუბ "ნაპოლისთან" დამარცხების შემდეგ, ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ შეხვედრა შეაფასა და გუნდის ლიდერის კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა.
"ეს კლუბის, ბიჭების და გულშემატკივრებისთვის დიდი იმედგაცრუებაა, მაგრამ ამ ეტაპზე მეტის იმედი არც უნდა გვქონოდა, რადგან ბევრი ფეხბურთელი ტრავმის გამო გვაკლია და არც ოპტიმალურ სათამაშო ფორმაში ვართ. მრავალფეროვანი არჩევანის შესაძლებლობა არ გვქონია. ბურთი კარგად გვეჭირა, მაგრამ არ გვქონდა საკმარისი დამაჯერებლობა, რომ უპირატესობა სახიფათო მომენტად გვექცია.  რონალდუ თავისი იდეალური კონდიციებისგან შორს არის. ის ამ ეტაპზე ვეღარ გვაოცებს და ამჟამად ისეთივე ფორმაშია, როგორც პაულო დიბალა, დუგლას კოშტა და სხვები. ამჟამად არ შეუძლია გააკეთოს ის, რასაც ჩვეულებრივ გვთავაზობს ხოლმე", - თქვა 61 წლის იტალიელმა სპეციალისტმა.
ამ სეზონში, პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ყველა ტურნირზე 34 მატჩში 25 გოლი აქვს გატანილი, 4-ჯერ კი საგოლე გადაცემა გაკეთებული.

სხვა სტატიები