ტურინის "იუვენტუსის" და მაურიციო სარის ურთიერთობა ჯერ კიდევ არ დასრულებულა და შესაძლოა გაცილებით მწვავეც გახდეს.
იტალიელი სპეციალისტი "ბებერ ქალბატონს" კონტრაქტის გაწყვეტით გამოწვეული კომპენსაციის მიღებას სთხოვს, რაც ბონუსების გარდა 5 მილიონ ევროს უდრის.
თავის მხრივ, "ბიანკონერი", რომელშიც არაერთი პრობლემაა, დაკისრებული მოვალეობის შესრულებას არ აპირებს, 61 წლის სპეციალისტი კი წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოში იჩივლებს.
სარიმ "ზებრების" მესაჭის პოსტი 1 სეზონით დაიკავა, რა დროშიც მისმა გუნდმა სერია A-ს მოგება მოახერხა.