Belive

მაურისიო პოჩეტინო: "ტოტენჰემს ჩემპიონშიფშიც გავწვრთნიდი"

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

აშშ-ს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო ტოტენჰემში გატარებულ პერიოდს იხსენებს და ამბობს, რომ ლონდონურ გუნდში სიამოვნებით დაბრუნდებოდა.

"თავისუფალი რომ ვიყო, ტოტენჰემის შეთავაზებას აუცილებლად მივიღებდი. შესაძლოა, ერთ დღესაც ვარსკვლავები ისე განლაგდეს, რომ კლუბში დავბრუნდე.

ტოტენჰემს ჩემპიონშიფშიც კი ვუხელმძღვანელებდი. ეს ერთადერთი კლუბია, რომლის დასახმარებლადაც ყოველთვის მზად ვარ. სხვა არცერთ გუნდში არ წავიდოდი, მხოლოდ ტოტენჰემში", - მაურისიო პოჩეტინო.

არგენტინელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით, "დეზებმა" უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში გააღწიეს. პოჩეტინომ გუნდში 5 წელიწადი გაატარა და ლონდონელები მოედანზე 293 შეხვედრაში გაიყვანა.