Belive

მაცარიმ პროტესტის ნიშნად კითხვებს არ უპასუხა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნაპოლიმ სერია A-ს მე-14 ტურში ინტერთან 0:3 წააგო და ლიდერს 11 ქულით ჩამოშორდა.

თამაშის დასრულების შემდეგ ნეაპოლელები მსაჯობით უკმაყოფილო დარჩნენ, საქმე ეხება პირველი გოლის მომენტში, ლაუტაროს მხრიდან ლობოტკაზე არდაფიქსირებულ ჯარიმას და 0:1 - ზე ოსიმენზე არდანიშნულ პენალტს. ამ მიზეზების გამო, ვალტერ მაცარიმ არც პრესკონფერენცია ჩაატარა და კომენტარიც არ გაუკეთებია. მის ნაცვლად ნაპოლის ინტერესები გუნდის სპორტულმა დირექტორმა, მაურო მელუზომ დაიცვა:

ვალტერი არ ილაპარაკებს, რადგან მწვრთნელი მომხდარზე ნერვიულობს. პირდაპირ ვიტყვი, რომ VAR-მა და დავიდე მასამ (მსაჯი) ცუდად იმუშავეს. პირველმა გოლმა ფსიქოლოგიური დარტყმა მოგვაყენა, მაშინ როცა ეს გოლი ლობოტკაზე ჯარიმის გამო გასაუქმებელი იყო.

ოსიმენის შემთხვევაში უხეშობა ნათელია, ეს პენალტი იყო, როგორც მინიმუმ, ეს ეპიზოდი მონიტორზე უნდა გადამოწმებულიყო. ტრიბუნიდან დავინახე, როგორ არღვევდა ლაუტარო ლობოტკაზე თამაშის წესს და მსაჯმა როგორ ვერ დაინახა?

გუნდმა ყველაფერი გააკეთა და საგოლე მომენტებიც გვქონდა, თუმცა ასეთ საშინელ მსაჯობას არ ვიმსახურებდით, როცა ინტერის დონის გუნდს ეთამაშები, ასეთი უთანასწორობა არ შეიძლება. - აცხადებს მაურო მელუზო

ნაპოლი და რომა 24 ქულით იტალიის ჩემპიონატის მე-4 ადგილს იყოფენ, ლიდერ ინტერამდე ჩამორჩენა კი 11 ქულაა.

სხვა სტატიები