Belive

მაცარი: ,,მესამე გოლის გაშვებამდე, გოლის გატანის შანსი ჩვენ გვქონდა''

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაცარიმ, ,,რეალთან'' წაგებული მატჩი შეაფასა:

,,მესამე გოლის გაშვებამდე, გოლის გატანის შანსი ჩვენ გვქონდა. ვიცოდით, რომ რეალი კონტრშეტევებზე ძალიან სახიფათო იყო, ფრეზე უფრო ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით. მესამე გაშვებულ გოლამდე, კარგად ვთამაშობდით.

მთლიანობაში, მეტოქის გათვალისწინებით, კარგი მატჩი ჩავატარეთ.

გუნდში შესანიშნავი ფეხბურთელები გვყავს და შეგვიძლია, ძალიან უკეთ ვითამაშოთ! გარისკვა არ გვინდოდა, ამიტომ ოსიმენს მხოლოდ ერთი ტაიმი მივეცით.'' - ვალტერ მაცარი

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში ,,რეალმა'' ,,ნაპოლის'' უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა.

5 ტურის შემდეგ ,,ნაპოლის'' 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზეა. ბოლო ტურში ,,პარტენოპეი'' უშუალო კონკურენტს, ,,ბრაგას'' უმასპინძლებს და თუ 2-ბურთიანი (ან მეტი) სხვაობით არ წააგებს, პლეი-ოფის საგზურს გაიფორმებს.

ვალტერ მაცარის გუნდი მომავალ შეხვედრას კვირას, 3 დეკემბერს, სერია A-ში, ,,ინტერის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები