Belive

მაცარი: ,,ორი დღეა არ მიძინია''

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლის'' ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ვალტერ მაცარიმ, პირველი ვარჯიშის წინ, ნეაპოლელი ჟურნალისტების დასმულ შეკითხვას მოკლედ უპასუხა:

,,ემოციები? ახლა ძალიან დაღლილი ვარ! ორი დღეა არ მიძინია...

ეს ყველაფერი ისეთივე მშვენიერია, როგორც ყოველთვის იყო!'' - ვალტერ მაცარი

გუშინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ ,,ნაპოლის'' სეზონის ბოლომდე ვალტერ მაცარი უხელმძღვანელებს, რომელმაც მთავარი მწვრთნელის პოსტზე რუდი გარსია ჩაანაცვლა.

62 წლის სპეციალისტი ,,ნაპოლის'' 2009-2013 წლებში წვრთნიდა და მისი ხელმძღვანელობით გუნდმა იტალიის თასის მოგება შეძლო, 2013 წელს კი სერია A-ში მეორე ადგილი დაიკავა, რაც ნეაპოლელებისთვის ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგი იყო. მაცარი მას შემდეგ ,,ინტერში'', ,,უოტფორდში'', ,,ტორინოსა'' და ,,კალიარიში'' მუშაობდა.

სერია A-ს 12 ტურის შემდეგ, ,,ნაპოლის'' 21 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-4 პოზიციაზეა. იტალიის მოქმედი ჩემპიონები მომავალ შეხვედრას 25 ნოემბერს, ,,ატალანტასთან'' სტუმრად გამართავენ.

სხვა სტატიები