Belive

მათეუსი: "სანე სიტიდან ბაიერნში გადავა"

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა, ლოთარ მათეუსმა ახალგაზრდა თანამემამულის მომავალზე ისაუბრა. მათეუსის თქმით, 23 წლის ლეროი სანე "სიტიდან" "ბაიერნში" გადავა. სეზონის დასრულების შემდეგ, "რეკორდმაისტერი" მის გადაბირებას შეეცდება.
"დარწმუნებული ვარ, სანე ბაიერნში გადავა. ეს იქნება ძალიან კარგი ტრანსფერი, რადგან სანე ერთ-ერთი საუკეთესო ვინგერია მსოფლიოში. მას დიდი მომავალი აქვს. გვარდიოლა მას არ ენდობა, რადგან ცოტა სათამაშო დროს აძლევს. ეს იქნება ტრანსფერი, რომლითაც ორივე მხარე კმაყოფილი დარჩება" - განაცხადა მათეუსმა.
ლეროი სანე "სიტიში" 2016 წლიდან თამაშობს. "ქალაქელთა" შემადგენლობაში მან 133 თამაში ჩაატარა და 39 ბურთის გატანა შეძლო.  

სხვა სტატიები