Belive

მათეუსი: ,,2014 წელს მსოფლიო ჩემპიონატი არგენტინას უნდა მოეგო''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ლოთარ მათეუსი მიიჩნევს, რომ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი არგენტინის ნაკრებს უნდა მოეგო.

,,2014 წელს ტურნირის მთავარი მომენტი ბრაზილიასთან 7:1 მოგება იყო. ფინალში არგენტინას უნდა გაემარჯვა. ნოიერისა და იგუაინის შეჯახების შემდეგ, მსაჯს თერთმეტმეტრიანი უნდა დაენიშნა. ჩვენ გაგვიმართლა. რა თქმა უნდა, ნოიერმა წესები დაარღვია,'' - განაცხადა მათეუსმა.
2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი გერმანიის ეროვნული ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ,,ბუნდესნაკრებმა'' ფინალში არგენტინას, დამატებით დროში, მარიო გიოტცეს გატანილი გოლით მოუგო.

სხვა სტატიები