Belive

მატეო რეტეგი გერმანიის წინააღმდეგ ტრავმის გამო ვერ ითამაშებს

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ატალანტას" იტალიელი თავდამსხმელი მატეო რეტეგი ერთა ლიგის A დივიზიონის მატჩს, გერმანიის წინააღმდეგ გამოტოვებს, ინფორმაციას იტალიის ფეხბურთის ფედერაცია აქვეყნებს. 25 წლის სპორტსმენს დღეს სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რის შემდეგაც მარჯვენა ბარძაყის კუნთის დაჭიმულობა გამოვლინდა. ტრავმის სირთულე ჯერჯერობით უცნობია. წყაროს ცნობით ფეხბურთელი უკვე თავის კლუბში დაბრუნდა.

ლუჩიანო სპალეტის გუნდი გერმანიის წინააღმდეგ ორ მატჩს ჩაატარებს, პირველი 20 მარტს, კერძოდ მილანში "სან სიროზე" გაიმართება, ხოლო მეორე 23 მარტს, დორტმუნდში, "სიგნალ იდუნა პარკზე". წყვილში გამარჯვებული A დივიზიონის მოგებისთვის იბრძოლებს და მომდევნო 1/2-ფინალურ ეტაპზე დანია/პორტუგალიის წყვილიდან გამარჯვებულს შეხვდება.

სხვა სტატიები