Belive

მატეო პოლიტანო ნაპოლისთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ნაპოლი'' და მატეო პოლიტანო ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის ახალი, 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება და ფეხბურთელის ანაზღაურება სეზონში 3 მილიონ ევრომდე იქნება.

ბოლო პერიოდში იტალიურ მედიაში იწერებოდა, რომ 30 წლის შემტევი ,,პარტენოპეის'' დატოვებას და საუდის არაბეთში გადასვლას აპირებდა, რაც საბოლოოდ სიმართლე არ აღმოჩნდა.

მიმდინარე სეზონში პოლიტანოს ანგარიშზე ნეაპოლური კლუბის მაისურით ჩატარებულ 28 შეხვედრაში 7 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები