Belive

მატეო კოვაჩიჩმა სიტისთან შეთანხმებას მიაღწია

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მატეო კოვაჩიჩმა "სიტისთან" შეთანხმებას მიაღწია.

აღნიშნულ წყაროზე დაყრდნობით, გუნდები ფეხბურთელის ფასზე ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გაისაუბრენენ.

2022-2023 წლების სეზონში ხორვატმა ,,არისტოკრატების” მაისურით ჩატარებულ 37 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა და 2 ასისტი მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ ხვალ “სიტის” ძალიან მნიშვნელოვანი თამაში ელის. 10 ივნისს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გვარდიოლას გუნდი “ინტერს” დაუპირისპირდება. აღნიშნული მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე არის ჩანიშნული.

სხვა სტატიები