Belive

მატჩის საუკეთესო - ხვიჩა კვარაცხელიას შეფასება აიაქსის წინააღმდეგ

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩში, “ნაპოლიმ” “აიაქსს” უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. ამ გამარჯვებით ნეაპოლელებმა ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საგზური მოიპოვეს.

ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე "აიაქსის" წინააღმდეგ თავი საგოლე გადაცემით და გატანილი გოლით გამოიჩინა.

Whoscored-მა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში 8.0 ქულით შეაფასა. ამ შეფასებით ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე საუკეთესო იყო. Sofascore-მ კი ხვიჩა კვარაცხელიას 7.6 ქულა დაუწერა და მათი აზრითად, ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე საუკეთესო მოთამაშე იყო.

ოთხი ტურის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში, “ნაპოლი” 12 ქულით პირველ ადგილზეა და ოფიციალურად გაინაღდა 1/8-ფინალში თამაში.

სხვა სტატიები