Belive

"მატჩი დაუყოვნებლივ უნდა შეწყვეტილიყო" - ანჩელოტი

11 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურის უპრინციპულეს შეხვედრაში, “ვალენსიასა” და “რეალის” დაპირისპირება შედგა. “მესტალიაზე” გამართული საფეხბურთო დრამა, მასპინძლების გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, მატჩს დაძაბულობა არ აკლდა – განსაკუთრებით ვინისიუსი აპელირებდა, რომელსაც ტრიბუნებიდან რასისტულ შეურაცხყოფას აყენებდნენ. “რეალის” ვარსკვლავმა მთავარ არბიტრს ისიც კი განუცხადა, რომ ამ პირობებში თამაშის გაგრძელება არ შეეძლო და მოედნიდან გასვლის ზღვარზე იყო.

მატჩის დასრულების შემდეგ, კარლო ანჩელოტიმ ვინისიუსი დაიცვა და აღნიშნა, რომ მთავარ არბიტრს შეხვედრა უნდა შეეწყვიტა.

"ვინისიუსს თამაშის გაგრძელება აღარ სურდა. ვუთხარი, რომ ის მართალი იყო. მთავარ არბიტრს მატჩის შეწყვეტა ვთხოვე - ლა ლიგას დიდი პრობლემა აქვს. არა მხოლოდ ერთი გულშემატკივარი, ვინის მთელი სტადიონი "მაიმუნს" ეძახდა. მატჩი დაუყოვნებლივ უნდა შეწყვეტილიყო", - კარლო ანჩელოტი.

შეგახსენებთ, მატჩის მიწურულს ვინიმ ნერვები ვეღარ მოთოკა და “ვალენსიას” ფეხბურთელის წინააღმდეგ განსაკუთრებით იუხეშა. თანაგუნდელის დახმარება გიორგი მამარდაშვილმა გადაწყვიტა, რომელიც ვინისიუსს დაუპირისპირდა – ჩხუბში ორივე გუნდის ფეხბურთელები ჩაერთვნენ და მოვლენების კიდევ უფრო მძიმე სცენარით განვითარების დიდი შესაძლებლობა შეიქმნა, თუმცა, საბოლოოდ ფეხბურთელების გაშველება შეძლეს. მთავარმა არბიტრმა ვინისიუსი გააძევა მამარდაშვილი კი ყვითელი ბარათით დასაჯა.

სხვა სტატიები