Belive

მატამ მანჩესტერთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და ხუან მატამ ახალი კონტრაქტი შეათანხმეს - ესპანელი ფეხბურთელი გუნდში 2021 წლამდე ითამაშებს. მატას კონტრაქტი მიმდინარე წლის ზაფხულში ამოეწურა, რაც იმას ნიშნავდა, რომ იგი თავისუფალი აგენტი ხდებოდა. თუმცა "წითელმა ეშმაკებმა" მიიჩნიეს, რომ მატა გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და მას 2-წლიანი კონტრაქტი შესთავაზეს. მატა "მანჩესტერ იუნაიტედში" 2014 წელს გადავიდა. მას შემდეგ ესპანელმა 218 მატჩი ჩაატარა და 34 გოლი გაიტანა. ამავე პერიოდში, მან FA თასი, ინგლისის ლიგის თასი, ინგლისის საფეხბურთო სუპერთასი და ევროპა ლიგის თასი მოიგო.  

სხვა სტატიები