Belive

,,მასზე ყურადღებას იმიტომ ამახვილებენ, რომ ინგლისელია'' - დე ბრუინემ გრილიში დაიცვა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,მანჩესტერ სიტის'' ნახევარმცველმა, კევინ დე ბრუინემ, ,,ქალაქელთა'' შემტევი, ჯეკ გრილიში დაიცვა, რომელსაც ინგლისური მედია ბოლო დროს ხშირად აკრიტიკებს:

,,მე ისევე ვგრძნობ თავს, როგორც სხვა უცხოელი ფეხბურთელები. მაგალითად, თუ წვეულება გვაქვს, ამაზე ყურადღებას თითქმის არავინ ამახვილებს. ამასთან, ვხედავ, რომ თუ სადმე ინგლისელი ფეხბურთელი გამოჩნდება, მასზე მთელი ინგლისური მედია ილაპარაკებს.

ვფიქრობ, ხალხმა უნდა გაითვალისწინოს, რომ რასაც ფეხბურთელი თავისუფალ დროს აკეთებს, სხვას არ უნდა აწუხებდეს. მაგრამ, რატომღაც ბევრს სწორედ ეს აინტერესებს,'' - განაცხადა დე ბრუინემ.

მიმდინარე სეზონში გრილიშის ანგარიშზე ,,მანჩესტერ სიტის'' მაისურით ჩატარებულ 6 შეხვედრაში 1 გოლია.

სხვა სტატიები