მასუთ იოზილმა ევრო 2020-ის ფენტეზის გუნდი გამოაქვეყნა
5 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ
იოზილის გუნდი 3 მცველითაა დაკომპლექტებული, ესენი არიან - ვეტერანი პორტუგალიელი პეპე, გერმანიის ნაკრების მცველი რუდიგერი და "მანჩესტერ სიტის" ახალგაზრდა ფეხბურთელი ოლექსანდრ ზინჩენკო. 24 წლის უკრაინელის არჩევანი იმითაა განპირობებული, რომ ფენტეზიში მცველად არჩეული ზინჩენკო შესაძლებელია, რომ რეალობაში მეტწილად ნახევარდაცვაში იყოს წარმოდგენილი. ბოლო პერიოდის ერთ-ერთი მთავარი ტალანტი ფილ ფოდენი იოზილის ერთადერთი "ინგლისური" არჩევანია. თურქული წარმოშობის გერმანელმა ფეხბურთელმა ნახევარდაცვაში ფოდენთან ერთად კიდევ 3 ფეხბურთელი შეარჩია, მისი თანამემამულე ლეროი სანე, დერვისოღლუ და ტომას სუჩეკი, რომელიც ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებშია. როგორც ჩანს, ჰალილ დერვისოღლუს არჩევით იოზილმა მისი თურქული ფესვებისადმი ერთგულება გამოხატა. იოზილს საკმაოდ საინტერესო შემტევი ხაზი ჰყავს - კრიშტიანუ რონალდუ, კარიმ ბენზემა და ალვარო მორატა. საყურადღებოა, რომ სათადარიგოთა სკამზე იოზილმა კიდევ ორი თურქი ფეხბურთელი აირჩია - მეკარე ალტაი ბაინდირიში და ნახევარმცველი ირფან კაჰვეჩი, მათთან ერთად ასევე ადამ შალაი და ფერან ტორესი.My fantasy football team for UEFA @EURO2020. What do you all think? Who’s beating me? 😅⚽️🏆 pic.twitter.com/Lvs9RdpTvP
— Mesut Özil (@MesutOzil1088) June 10, 2021