Belive

"მასთან მუშაობას მოუთმენლად ველი" - ბრაიტონის მწვრთნელი დაუდზე

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბრაიტონის" მთავარმა მწვრთნელმა - რობერტო დე ძერბიმ პოტენციური ტრანსფერი დააანონსა. პრემიერ ლიგის ბინადარი კლუბის მთავარმა მწვრთნელმა თითქმის დაადასტურა, რომ მაჰმუდ დაუდი მომავალ სეზონში "ბრაიტონის" ღირსებას დაიცავს.

"ის ჩვენი გუნდის წევრი გახდება? დიახ, საიდუმლოები არ გვაქვს - დაუდი ძალიან მომწონს და მასთან მუშაობა მესიამოვნება. ტრანსფერი ჯერ არ გაოფიციალურებულა", - დე ძერბი.

შესაძლო ტრანსფერის უახლოეს მომავალში გაოფიციალურებას ის გარემოებაც უწყობს ხელს, რომ "დორტმუნდის" ნახევარმცველმა "ბრაიტონში" სამედიცინო ტესტების უმრავლესობა უკვე გაიარა და კონტრაქტზე ხელის მოწერამდე, მხოლოდ ფორმალური დეტალებია დარჩენილი.

მო დაუდი "დორტმუნდის" ღირსებას 2017 წლიდან იცავს. ნახევარმცველმა გერმანული კლუბის მაისური ბუნდესლიგის 101 შეხვედრაში მოირგო და გუნდის შეუცვლელი წევრი გახდა.

სხვა სტატიები