Belive

"მას შეუძლია მომავლის მესი გახდეს" - ლოთარ მათეუსი მუსიალაზე

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდამ ლოთარ მათეუსმა ჯამალ მუსიალა ძალიან დადბითად შეაფასა და ის ლიონელ მესისაც კი შეადარა.

„მე მისი დიდი გულშემატკივარი ორი წლის წინ, როცა პირველად გამოჩნდა დიდ სცენაზე. ის 19 წლისაა და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საუკეთესო იყოს. მას შესანიშნავი პასი აქვს, ჭკვიანია და ფეხბურთიც ძალიან. მიყვარს მისი სათამაშო სტილი. მას შეუძლია მომავლის მესი გახდეს." - განაცხადა ლოთარ მათეუსმა.

მუსიალა მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად ითვლება და ეს აზრი უფრო განმტკიცდა გუშინდელი შეხვედრის შემდეგ, სადაც გერმანიამ და ესპანეთმა ქულები გაიყვეს.

გერმანია ორი ტურის შემდეგ, E ჯგუფში, ერთი ქულით ბოლო ადგილს იკავებს. ჰანსი ფლიკის გუნდს შემდეგი შეხვედრა პირველი დეკემბერს, კოსტა რიკის წინააღმდეგ ელის.

სხვა სტატიები