Belive

"მას ესპანეთში, ბარსელონაში სურს თამაში" - ნორდინ ამრაბატი მისი ძმის მომავალზე

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მაროკოელმა ფეხბურთელმა სოფიან ამრაბატმა კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე თავი არაჩვეულებრივად წარმოაჩინა. ზამთარში საკმაოდ აქტიურად იწერებოდა, რომ მის მიმართ არაერთი მაღალი დონის კლუბი იჩენდა ინტერესს. მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ფიორენტინას" ნახევარმცველის დამატება "ბარსელონას" სურდა.

ამ ამბიდან თითქმის ნახევარი წელი გავიდა და მაროკოელი კვლავ იტალიური კლუბის რიგებში ირიცხება. თუმცა, რამდენიმე საათს წინ გაავრცელდა სოფიანის ძმის ნორდინ ამრაბატის სიტყვები, რომელიც საკმაოდ დამაინტრიგებლად ჟღერს.

"სოფიანი ვესტ ჰემში? არა, მას მწვერვალზე ასვლა და ესპანეთში თამაში სურს. "ბარსელონაში" ის ტრანსფერების სიაში პირველ ადგილზეა, მაგრამ "ბარსას" ფინანსური მდგომარეობის შესახებ ყველამ კარგად ვიცით." - განაცხადა ნორდინმა ESPN-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ამრაბატის "ფიორენტინა" კონფერენს ლიგის ფინალში "ვესტ ჰემს" დაუპირისპირდა, სადაც 1:2 დამარცხდა. ინგლისელთა მხრიდან გადამწყვეტი გოლი ჯარედ ბოუენმა 90 წუთზე გაიტანა.

სხვა სტატიები