Belive

MARVEL-ის ეფექტი: ნაპოლი კვარაცხელიას გამოყენებით მარკეტინგულ სტრატეგიას აწყობს

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია 2022 წელს არა მხოლოდ ქართული, არამედ სრული გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ევროპისა და მსოფლიო ფეხბურთის ტალანტად და ამომავალ ვარსკვლავად იქცა.

21 წლის ქართველი ფეხბურთელების შესახებ საუბრობენ ყველგან: იტალიასა და ევროპაში, საუბრობენ ყველანი: მოქმედი და ყოფილი ფეხბურთელები, მწვრთნელები, ვარსკვლავური საფეხბურთო ფიგურები, ექსპერტები და ჟურნალისტები და ეს საუბარი ყოველთვის აღფრთოვანების გამომხატველ კონტექსტშია გადაწყვეტილი.

ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ კვარაცხელია "ნაპოლისთვის" უდიდესი საფეხბურთო ინვესტიციაა, მაგრამ ამ კლუბის მარკეტინგულმა მენეჯერებმა მისი, როგორც საკომუნიკაციო სტრატეგიის მთავარი პროდუქტის გამოყენება გადაწყვიტეს. ხვიჩა კვარაცხელიას სარეკლამო უფლებების გამოყენებით ნეაპოლურ კლუბს სურს, რომ მისი პროდუქტი საქართველოსა და მსოფლიოს ბაზარზე გაავრცელოს და საამისოდ ამერიკული კინოკომპანია Marvel Entertainment-ის საკომუნიკაციო სტრატეგიის ანალოგის გამოყენებას აპირებს.

ამის შესახებ ნაპოლის საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების ხელმძღვანელმა ტომაზო ბიანჩინიმ ისაუბრა: "ცალკეული ფეხბურთელების საიმიჯო უფლებების გამოყენებით, შეგიძლიათ შექმნათ Marvel-ის ეფექტი: გყავდეთ სუპერგმირები, რომლებიც თქვენს პროდუქციას კონკრეტულ ბაზარზე მაქსიმალურად გაავრცელებენ".

ნეაპოლური გამოცემა აღნიშნულ თემას სტატიას უძღვნის, რომლის შინაარსიც ასეთია:

"ზაფხულში "ნაპოლიმ" ორი განსაკუთრებული ტრანსფერი განახორციელა და კონტრაქტი კორეელ და ქართველ ფეხბურთელებთან გააფორმა, რომლებმაც გიჟური გავლენა მოახდინეს სერია A-ზე და დაძლიეს ყველა ეჭვი და გაურკვევლობა. ლუჩიანო სპალეტის საჭადრაკო დაფაზე ისინი ფუნდამენტური ფიგურები გახდნენ და მაშინვე მიიპყრეს მრავალი ევროპული დიდი სახელის ყურადღება. თუმცა, ნეაპოლელებისთვის ეს გარიგება ორმხრივი იყო: მოედანზე უკეთესი შედეგების ჩვენებასთან ერთად კიმმა და კვარაცხელიამ პოზიტიური ცვლილებები მარკეტინგულ სექტორშიც შეიტანეს. კლუბის სტრატეგია ნათელია: მაქსიმალურად გამოიყენონ ამ ფეხბურთელების პოპულარობა მათ ქვეყნებში.

სამხრეთ კორეა აზიის მეოთხე უდიდესი ეკონომიკური ძალაა, რომელიც ყიდულობს მსოფლიოს ფუფუნების საქონლის დაახლოებით 5%-ს. ეკონომიკა მკვეთრად აღმავლობაშია, ქვეყანას კი ამოძრავებს სურვილი, თავიანთი ეროვნული პროდუქტი ევროპასა და შეერთებულ შტატებში მაღალი პოპულარობით გაავრცელონ.

მეორე მხრივ, საქართველოს აქვს სხვა ტიპის გაფართოებული ბაზარი: - გასართობი. შემოქმედებითი სექტორი მშპ-ს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია, უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ერი სტიმულს სთავაზობს მათ, ვინც ინვესტირებას ახდენს ციფრულ გართობასა და კინოინდუსტრიაში. კვარაცხელია ქვეყნის ყველაზე ცნობილი სპორტსმენია. "ლურჯებმა" ორმაგი სარგებლის მისაღებად მოედანზე და მის მიღმა წარმატების მომტანი ფეხბურთელი დაიმატეს", - წერს siamoilnapoli.it-ი.

2022 წელს ხვიჩა კვარაცხელიას აქტივში საკლუბო და სანაკრებო შეხვედრებში 18 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა, რასაც ამხანაგურ მატჩებში გატანილი 4 გოლი და 1 საგოლე პასი ემატება.

იტალიის სერია A-ს მერვე ტურში გასამართი მატჩი, “ნაპოლის” 1 ოქტომბერს, საშინაო კედლებში ელოდება. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები