Belive

მარსელოს ემოციური კომენტარი, მას შემდეგ, რაც მეტოქეს ფეხი მოსტეხა

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კოპა ლიბერტადორესის თასზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, მადრიდის "რეალის" ყოფილმა ვარსკვლავმა Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე ემოციური სტატუსი განათავსა, სადაც ბოდიში მოიხადა და ლუსიანო სანჩესს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა. 

დღეს მოედანზე ყველაზე რთული რამ გადავიტანე. უნებლიედ ჩემს კოლეგას ტრავმა მივაყენე. ლუსიანო სანჩესს სწრაფ გამოჯანმრთელებასა და ძალების მოკრებას ვუსურვებ. - მარსელო

ინციდენტი კოპა ლიბერტადორესის ეგიდით, ბუენოს აირესში გამართული მატჩის დროს მოხდა. ერთ-ერთ ეპიზოდში, მარსელომ განსაკუთრებით იუხეშა და მეტოქე გუნდის ფეხბურთელს ფეხი მოსტეხა. 

ტრავმის სიმძიმიდან გამომდინარე, "არგენტინოს ხუნიორსის" ფეხბურთელმა - ლუსიანო სანჩესმა, შესაძლოა პროფესიონალური კარიერა ნაადრევად და იძულებით დაასრულოს - მარსელომ კი მოედანი თვალცრემლიანმა დატოვა.

სხვა სტატიები