Belive

მარსელომ შესაძლოა "ელ კლასიკო" გამოტოვოს

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის შეხვედრაში, "რეალი" "პლზენს" დაუპირისპირდა. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. AS-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო მარსელომ შესაძლოა "ელ კლასიკო" გამოტოვოს. "ბლანკოსის" ბრაზილიელმა მცველმა, "პლზენთან" დაპირისპირების უკანასკნელ წუთებზე მიიღო ტრავმა და მოედნის დატოვება ექიმების დახმარებით მოუწია. დეტალური სამედიცინო შემოწმება მარსელოს ჯერ არ გაუვლია, თუმცა საკმაოდ დიდია იმის ალბათობა, რომ "ბარსელონა" "რეალის" დაპირისპირება მის გარეშე ჩაივლის.

სხვა სტატიები