Belive

მარსელო კარიერას ფლუმინენსეში გააგრძელებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

რამდენიმე დღის წინ, მარსელომ ბერძნულ "ოლიმპიაკოსთან", ყველასათვის მოულოდნელად, კონტრაქტი გაწყვიტა. როგორც ბერძნულ მედიაში წერდნენ, მოთამაშემ შესაძლოა უკეთესი შემოთავაზება მიიღო სხვა გუნდისგან, რომელიც მას როგორც ფინანსურად, ისე კვალიფიციურადაც აკმაყოფილებდა.

ფაბრიციო რომანოს თანახმად, ბრაზილიელი კარიერას სამშობლოში, კერძოდ კი, "ფლუმინენსეში" გააგრძელებს. როგორც ჟურნალისტი იტყობინება, მარსელო "ალ ნასრში" გადასვლას არასდროს აპირებდა. მისთვის პრიორიტეტი მუდამ სამშობლოში დაბრუნება იყო.

მარსელო ბავშვობის კლუბში 2024 წლის დეკემბარმდე დარჩება.

საბეძნეთში ასპარეზობის პერიოდში მარსელომ 10 თამაში ჩაატარა და 3 გოლის გატანაც შეძლო.

სხვა სტატიები