Belive

მარსელმა ობამეიანგი დასაჯა - ფეხბურთელს ლე ავრთან არ ათამაშებენ

4 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

გასულ ტურშ, დაქვეითებულ ნანტთან კატასტროფული (0:3) მარცხის შემდეგ, მარსელის მწვრთნელმა ჰაბიბ ბეიემ უჩვეულო ზომას მიმართა: ლიგა 1-ის ბოლო ორი მატჩისთვის მოსამზადებლად, მთელი გუნდი, ოთხი დღის განმავლობაში, სავარჯიშო ცენტრში იყო გამოკეტილი.

ბოლო საღამოს, ობამეიანგის გარშემო შეკრებილ ჯგუფს, სავარაუდოდ, ხუმრობებით გუნდის განწყობის ამაღლება სურდა და, როგორც ჩანს, გადააჭარბეს. გაბონის ნაკრების ფეხბურთელმა განმარტა, რომ „ზაფხულის ბანაკის“ სტილში გამართული წვეულების დროს მას მხოლოდ კარგი განწყობის უზრუნველყოფა სურდა. მისმა პატიების თხოვნამ სასჯელი ვერ შეამსუბუქა.

მედიის ცნობით, დისციპლინურ საწვრთნელ ბანაკში, ობამეიანგმა ცეცხლმაქრი შეასხურა ბობ ტაჰრის - მარსელის სპორტული ადმინისტრაციის წევრს და მის საწოლსა და ნივთებს. ცეცხლმაქრთან დაკავშირებული წარუმატებელი ხუმრობის გამო, ოლიმპიკ მარსელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგი შიდა დისკვალიფიკაციით დასაჯა. სპორტული მენეჯმენტის წარმომადგენელმა ინციდენტის შესახებ განაცხადა, რის შემდეგაც 36 წლის ობამეიანგი შემდეგი გასვლითი მატჩისთვის შემადგენლობიდან ამოიღეს.

სხვა სტატიები