საფრანგეთის ჩემპიონატის მეორე ტურში, "მარსელმა" "პარი სენ-ჟერმენი" სტუმრად დაამარცხა (1:0). აღსანიშნავია, რომ 2011 წლის ნოემბრის შემდეგ ეს "ოლიმპიკის" პირველი გამარჯვება იყო.
ბოლო 9 წლის განმავლობაში პირველი მოგება ფლორიან ტოვენის მიერ შეხვედრის 31-ე წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის დამსახურებაა, ამ უკანასკნელმა დიმიტრი პაიეს გადაცემით ისარგებლა.
საინტერესოა ისიც, რომ ამ კლუბებს შორის გამართული ბოლო 20 მატჩიდან დედაქალაქელებმა 17 მოიგეს, 3 კი ფრედ დაასრულეს.
ანდრე ვილაშ-ბოაშის გაწვრთნილმა გუნდმა ამ სეზონში ორიდან ორი მატჩი მოიგო და 6 ქულით მესამე პოზიციას იკავებს.