Belive

მაროტა: ,,ლაუტარო ჩვენი მესია''

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ინტერის'' გენერალურმა დირექტორმა, ჯუზეპე მაროტამ, გუნდის თავდამსხმელზე, ლაუტარო მარტინესზე ისაუბრა:

,,ლაუტარო ჩვენი მესია! ახალგაზრდა ტალანტი, რომელიც ჩემპიონი გახდა, ყოველდღიურად უფრო და უფრო იხვეწება.

კონტრაქტის განახლება? ჩვენ მიმართ მედიის დიდი ყურადღებაა. ახალს ვერაფერს ვიტყვი. თუ მკითხავთ, შემიძლია თუ არა ამ თემასთან დაკავშირებით სიმშვიდე შევინარჩუნო, გიპასუხებთ: ,,დიახ, აუცილებლად!'' - ჯუზეპე მაროტა

მიმდინარე სეზონში ლაუტარო მარტინესის ანგარიშზე ,,ინტერის'' მაისურით ჩატარებულ 10 შეხვედრაში 11 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

არგენტინელს ,,ნერაძურისთან'' კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს.

სხვა სტატიები