ბრაზილიას მაროკოც შეუერთდა - აფრიკელებმა ჰაიტი დაამარცხეს
მაროკომ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, ჰაიტი 4:2 დაამარცხა და პლეი-ოფში ითამაშებს. ანგარიში შეხვედრის მე-10 წუთზე, ჰაიტიმ გახსნა, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან, ჟან კევინ-დუვერნის ჩაწოდების შემდეგ, ლენი ჟოზეფი ურტყამდა, რის შემდეგაც ბურთი მაროკოელთა მეკარეს იასინ ბონუს (ბონო), მოხვდა და ავტოგოლი გავიდა. ანგარიში შეხვედრის 39-ე წუთზე აშრაფ ჰაკიმიმ გაათანაბრა, რასაც მალევე ჰაიტელთა მეორე გოლი მოჰყვა, როდესაც უილსონ ისიდორმა, საჯარიმოს გარედან, ულამაზესი გოლი გაიტანა. მაგრამ აფრიკელებმა, ამის შემდეგ, მაინც შეძლეს, ტაიმის მიწურულს, წონასწორობის აღდგენა, როდესაც ისმაილ საიბარიმ, ჰაიტელთა კარში, მეორე გოლი გაიტანა.
შეხვედრის მეორე ნახევარი მაროკოელთა უპირატესობით წარიმართა, რაც საბოლოოდ, ანგარიშშიც აისახა. საკუთარი ნაკრები, 78-ე წუთზე, შეცვლაზე შემოსულმა სუფიან რაჰიმიმ დააწინაურა. ამ შეხვედრაში ბოლო გოლი კი, კვლავ შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელმა, ჯესიმბენ იასინიმ გაიტანა.
მაროკო, ჯგუფიდან, მეორე ადგილით გავიდა. პლეი-ოფში კი, ბრაზილიის მსგავსად, მისი სავარაუდო მეტოქეები, ნიდერლანდების, შვედეთის ან იაპონიის ნაკრები იქნება.
🤩🇲🇦 Morocco beat Haiti with Hakimi, Saibari & co on fire for the comeback!
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 25, 2026
Morocco fly to round of 32. ✈️
Who’s been your Man of the Match? pic.twitter.com/gJtz2af8a9