Belive

მარკუს რაშფორდმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრაში, "მანჩესტერ იუნაიტედი" "ლაიფციგს" დაუპირისპირდა. "ოლდ ტრაფორდზე" გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 5:0 დასრულდა. "ლაიფციგის" რბევაში მარკუს რაშფორდმა ლომის წვლილი დაიდო, რომელმაც ჰეთ-თრიკი გაიფორმა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ინგლისელი შემტევი სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მოედანზე 63-ე წუთზე შევიდა. ჰეთ-თრიკის შესასრულებლად, რაშფორდს მხოლოდ 27 წუთი დასჭირდა, რაც შეცვლაზე შესულ ფეხბურთელებს შორის ჩემპიონთა ლიგის რეკორდია. მარკუს რაშფორდმა კილიან მბაპეს რეკორდი გააუმჯობესა. "პსჟ"-ს ფრანგ ვარსკვლავს, სათადარიგოთა სკამიდან მოედანზე შესვლის შემდეგ, ჰეთ-თრიკის გასაფორმებლად 38 წუთი დასჭირდა.
Untitled

ასევე იხილეთ: მანჩესტერი 5:0 ლაიფციგი (მიმოხილვა)

სხვა სტატიები