მარკუს რაშფორდი ატლეტიკო მადრიდთან არ ითამაშებს
ბარსელონას ინგლისელი ფეხბურთელი მარკუს რაშფორდი, ესპანეთის თასის 1/2-ფინალში ატლეტიკო მადრიდის წინააღმდეგ მატჩს გამოტოვებს, ინფორმაციას კატალონიური გუნდი აქვეყნებს.
გასული ტურის შეხვედრაში მალიორკას წინააღმდეგ, 28 წლის შემტევმა მუხლი დაიზიანა, დღეს ბარსელონას მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, რომ გუნდი გარისკვას არ აპირებს და სიფრთხილის მიზნით რაშფორდი ატლეტიკოსთან არ ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ ბარსელონამ მალიორკა 3:0 დაამარცხა, მარკუს რაშფორდმა კი დაზიანება პირველი ტაიმის მიწურულს მიიღო, მაგრამ მატჩის გაგრძელება შეძლო და 67-ე წუთზე შეცვალეს.
ატლეტიკოსა და ბარსელონას ორმატჩიანი დაპირისპირების პირველი 1/2-ფინალური შეხვედრა ხვალ, მეტროპოლიტანოზე 23:55 საათზე დაიწყება, გუნდებს შორის მეორე შეხვედრა 4 მარტს შედგება.
𝐂𝐎𝐌𝐔𝐍𝐈𝐂𝐀𝐃𝐎 𝐌𝐄́𝐃𝐈𝐂𝐎
— FC Barcelona (@FCBarcelona_es) February 11, 2026
El jugador del primer equipo 𝗠𝗮𝗿𝗰𝘂𝘀 𝗥𝗮𝘀𝗵𝗳𝗼𝗿𝗱 presenta unas molestias en la rodilla izquierda derivadas de un golpe recibido en el partido ante el Mallorca.
Es baja por precaución para el partido de mañana contra el Atlético de… pic.twitter.com/UftITmYVf6