Belive

მარკო ვერატი კარიერას ალ დუჰაილში გააგრძელებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მარკო ვერატი კატარში ზედიზედ მე-3 სეზონს გაატარებს. იტალიელი ფეხბურთელის ახალი გუნდი ალ დუჰაილი იქნება, სადაც თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.

32 წლის ნახევარმცველი წინა 2 სეზონში ალ არაბის ღირსებას იცავდა და 40 მატჩში 4 გოლის გატანაც შეძლო.

2024-2025 წლების სეზონში ალ დუჰაილმა კატარის საფეხბურთო ჩემპიონატში მე-2 ადგილი დაიკავა და ჩემპიონ ალ სადს 2 ქულით ჩამორჩა. რაც შეეხება ვერატის ყოფილ გუნდს, ალ არაბიმ წელი მე-9 პოზიციაზე დაასრულა.

სხვა სტატიები