Belive

მარკო როისი: "ეს იყო სენსაცია, ამაზე ვერც ვიოცნებებდით"

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დორტმუნდის "ბორუსიას" ნახევარმცველმა, მარკო როისმა მადრიდის "ატლეტიკო"-სთან შეხვედრაზე ისაუბრა. "დორტმუნდმა" მეტოქე 4:0 გაანადგურა. "ამას ოცნებაშიც ვერ წარმოვიდგენდით. ატლეტიკო ზოგადად ძალიან ცოტა ბურთს უშვებს, ამიტომ ეს სენსაციაა. ჩვენ ბურთს კარგად ვაკონტროლებდით და მეტოქეს საკუთარი თამაშო მოვახვიეთ თავზე. ატლეტიკოს წინააღმდეგ სწორედ ესე უნდა ითამაშო. დავამტკიცეთ, რომ ფეხბურთის თამაში შეგვიძლია. ეს არ იყო მხოლოდ შედეგი, აქ მთავარი თამაშის ხარისხი იყო. როდესაც ბურთს ვაკონტროლებდით, მადრიდელები თავს დიდი ძალებით იცავდნენ. ძალიან კმაყოფილი ვარ თამაშით" - განაცხადა მარკო როისმა. შეგახსენებთ, რომ გერმანიის ბუნდესლიგაშიც "ბორუსია" კარგად გამოიყურება. გუნდი 8 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.

სხვა სტატიები