Belive

მარკო არნაუტოვიჩით ინგლისური გრანდი ინტერესდება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ავსტრიელი თავდამსხმელი, შესაძლოა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდეს. GOAL-მა დაადასტურა, რომ "წითელი ეშმაკები" "ბოლონიის" თავდამსხმელით დაინტერესებულნი არიან. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ უკვე შესთავაზეს იტალიურ კლუბს 9 მილიონი ევრო, თუმცა, ოფიციალურ შეთავაზებაზე ჯერ, ინფორმაცია არ ვრცელდება. საინტერესოა რა აზრისაა თავად მარკო "იუნაიტედში"  გადასვლაზე.  33 წლის ფეხბურთელის აგენტმა და ძმამ, დანიელ არნაუტოვიჩმა დაადასტურა, რომ ინტერესი ინგლისური კლუბისგან არის და განაცხადა, რომ მოთამაშე მზადაა ცვლილებებისთვის. აგენტის თქმით, ის აწარმოებს მოლაპარაკებებს "ბოლონიასთან" და უახლოეს პერიოდში ავსტრიელი თავდამსხმელის მომავალი ცნობილი გახდება. "მანჩესტერს" აშკარად სჭირდება წინა ხაზში გაძლიერება. ერიკ ტენ ჰაგი არ მალავს, რომ  მისი გუნდის წინა ხაზით კმაყოფილი არ არის. ახალ მწვრთნელს გუნდის, ფაქტიურად, ახლიდან აწყობა უწევს. ამ ზაფხულს გუნდმა დაცვა და ნახევარდაცვა, ტირილ მალასიათი, ლისანდრო მარტინესითა და კრისტიან ერიქსენით გააძლიერა. მძიმე მდგომარეობაა თავდასხმაში. ენტონი მარსიალი უკვე ტრავმირებულია, ხოლო კრიშტიანუ რონალდუმ შესაძლოა კლუბი დატოვოს. არნაუტოვიჩმა ინგლისში ექვსი წელი,"სტოკსა" და "ვესტ ჰემში", გაატარა სანამ 2019 წელს ჩინეთში გაემგზავრებოდა.    

სხვა სტატიები