მარკ ვან ბომელი ბელგიის ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს
ყოფილი ფეხბურთელი და ახლა უკვე მთავარი მწვრთნელი მარკ ვან ბომელი დიდი ალბათობით ბელგიის ეროვნულ ნაკრებს ჩაიბარებს, ინფორმაციას ბელგიელი ცნობილი ჟურნალისტი პიტერ-იან კალკოენი ავრცელებს. 49 წლის სპეციალისტი ბოლოს ანტვერპენს წვრთნიდა, რომელსაც ისტორიული ტიტულები მოაგებინა, ბელგიის ჩემპიონობა და თასი 2022/23 წლებში, ხოლო სუპერთასი 2023/24 წლებში. ანტვერპენი ბელგიის ჩემპიონი 2022 წლამდე, ბოლოს 1956 წელს გახდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მარკ ვან ბომელი რუდი გარსიას წასვლის შემდეგ ბელგიის ეროვნულ ნაკრებს 2028 წლამდე ჩაიბარებს.
Mark van Bommel, ex-#RAFC, wordt de nieuwe bondscoach van België. Op een paar details na is er een akkoord over een deal tot en met 2028. Zie @nieuwsbladsport.
— Pieter-Jan Calcoen (@PJCalcoen) July 21, 2026
მარკ ვან ბომელმა სამწვრთნელო კარიერა 2014 წელს დაიწყო, ის ჯერ მწვრთნელის დამხმარე იყო ნიდერლანდების 17-წლამდელთა ნაკრებში, შემდეგ ასევე იგივე თანამდებობაზე საუდის არაბეთის ნაკრებში მუშაობდა, ხოლო შემდეგ მთავარი მწვრთნელი იყო პსვ-ს 19-წლამდელებში. ვან ბომელი ასაკობრივის შემდეგ ავსტრალიის ნაკრებში გადაბარგდა კვლავ მწვრთნელის ასისტენტად. 2018 წლიდან კი უკვე სულ მთავარ მწვრთნელად დაიწყო მუშაობა და იყო ისეთ გუნდებში, როგორებიცაა - პსვ, ვოლფსბურგი, ანტვერპენი.