Belive

მარიო ბალოტელი: "რონალდუს ფანი არ ვარ, მაგრამ პატივისცემას იმსახურებს..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და შვეიცარიული "სიონის" ფორვარდმა - მარიო ბალოტელიმ, კრიშტიანუ რონალდუს სოლიდარობა გამოუცხადა.

კრიშტიანუ რონალდუმ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი ითამაშა და 1/4-ფინალში მაროკოსთან 0:1 დამარცხების შემდეგ გამოვარდა. ამ მარცხის შემდეგ, პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ცრემლები ვერ შეიკავა და მატჩის დასრულებისთანავე გასახდელისკენ აცრემლიანებული გაეშურა.

11 დეკემბერს კი მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოექვეყნა, სადაც მაროკოსთან დამარცხებას გამოეხმაურა.

კრიშტიანუ რონალდუს გულისტკივილით სავსე პოსტს მარიო ბალოტელი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

"მიუხედავად იმისა, რომ მე მისი (კრიშტიანუს) ფანი არასდროს ვყოფილვარ და არც არასდროს ვიქნები, იგი დიდ პატივისცემას იმსახურებს იმისათვის, რაც ფეხბურთისთვისა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრებისთვის გააკეთა.

ჩემი დიდი პატივისცემა ამ პორტუგალიელ ბიჭს, რომელიც მუდამ გამოირჩეოდა საკუთარი ნაკრებისთვის დიდი სულისკვეთებით".

სხვა სტატიები