Belive

მარიო ბალოტელი კარიერას შვეიცარიის ჩემპიონატში გააგრძელებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიელი თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი ,,სიონში'' ითამაშებს. ინფორმაციას შვეიცარული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

32 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი, რომელმაც ახალ კლუბთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, 2.6 მილიონი ევრო დაჯდა.

ბალოტელი ბოლოს ,,ადანა დემირსპორში'' თამაშობდა, სადაც ჩატარებულ 35 შეხვედრაში 19 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა მიითვალა. მარიო რამდენიმე დღის წინ, ყოფილი გუნდის მთავარ მწვრთნელს, ვინჩენცო მონტელას, ,,უმრანიესპორთან'' მატჩის შემდეგ, სიტყვიერად დაუპირისპირდა.

მიმდინარე სეზონში ,,სიონი'' შვეიცარიის სუპერლიგის 6 ტურის შემდეგ 8 ქულით მე-6 ადგილს იკავებს. ბალოტელის ახალი გუნდი მომავალ შეხვედრას 3 სექტემბერს, ,,ბაზელის'' წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები