მარესკა: "ესტევაო 'ძველი სკოლის' მიმდევარია"
1 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის (ლიგის ფაზა) მეხუთე ტურში ლონდონის ჩელსიმ ბარსელონას უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. ინგლისელებმა ნამდვილი საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარეს კატალონიელებს. ბრწყინავდა ჩელსის 18 წლის ბრაზილიელი ესტევაო, რომელმაც ულამაზესი გოლი გაიტანა და მთელი მატჩის განმავლობაში არიგებდა უმწვავეს გადაცემებს, სამაგიეროდ ჩრდილში იყო ლამინე იამალი. ენცო მარესკამ საქებარი სიტყვები არ დაიშურა საკუთარი მოთამაშისადმი.
ესტევაო 'ძველი სკოლის" წარმომადგენელია (old school). ის დროს მუდმივად ტელეფონთან არ ატარებს, არაა აქტიური სოციალურ ქსელებში.
ის ბევრს შრომობს - უბრალო და ნორმალური ბავშვია. ეს მიყვარს. მისი ოჯახი ყოველთვის გვერდით უდგას. ის განსაკუთრებული მოთამაშეა, მაგრამ ჩვეულებრივი ბიჭი.
ლამინე და ესტევაო იმდენად პატარები არიან, რომ თუ მესიზე და რონალდუზე საუბარს დაიწყებ, ვფიქრობ, ეს ძალიან დიდი ზეწოლა იქნება მათნაირი ახალგაზრდა ბიჭებისთვის. 18 წლის ასაკში მათ უნდა ისიამოვნონ, სავარჯიშო მოედანზე ბედნიერები უნდა მივიდნენ, მაგრამ როდესაც მათ მესისთან ან რონალდუსთან შედარებას დაიწყებ, ვფიქრობ, ეს მათთვის ზედმეტი იქნება. - განაცხადა ენცო მარესკამ
5 ტურის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის ცხრილში, ჩელსი 10 ქულით მეხუთე ადგილზეა, ხოლო ბარსელონა მე-15 ადილზეა და ამ მომენტისთვის, ერთი დამატებითი დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, დარჩენილ 3 შეხვედრაში მაქსიმალური ქულების მოპოვება მოუწევს.