Belive

მარესკა ბარსელონასთან მატჩზე: ,,მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ''

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლონდონის ჩელსის მთავარმა მწვრთნელმა ენცო მარესკამ, კატალონიის ბარსელონასთან გასამართ მატჩზე ისაუბრა:

,,ჩვენთვის მნიშვნელოვანი კვირაა - ხვალ ბარსელონას ვხვდებით, კვირას კი - არსენალს (პრემიერლიგაში).

ბარსელონა საოცარი გუნდია, მაგრამ მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ. რა თქმა უნდა, მათი მაღალი ხაზი ფაქტორია, თუმცა ბურთს უნდა გავურთხილდეთ, რადგან მეტოქე ბევრ მომენტს ქმნის. შესაბამისად, შეტევასა და დაცვაში თამაშს შორის ბალანსი გვჭირდება.

ჩვენ, როგორც ყოველთვის, გუნდურ და აგრესიულ თამაშს ვაპირებთ. მათ უამრავი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავთ - ლევანდოვსკი, იამალი, ფემრინ ლოპესი, ფერან ტორესი, დე იონგი... თუმცა, ჩვენც კარგი მოთამაშეები გვყავს და მოსაგებად ვითამაშებთ.'' - ენცო მარესკა

ხვალ, 25 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის მე-5 ტურში ლონდონის ჩელსი კატალონიის ბარსელონას უმასპინძლებს. მატჩი 00:00 საათზე დაიწყება.

4 ტურის შემდეგ ჩელსი 7 ქულით სატურნირო ცხრილის მე-12 პოზიციაზეა, 7 ქულა აქვს ბარსელონასაც, რომელიც მე-11 ადგილს იკავებს.

სხვა სტატიები