Belive

მარეკ ჰამშიკი: "კვარაცხელიას დიდი ფანტაზია აქვს და მისი თამაში კარგი საყურებელია"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნაპოლის" ყველა დროის მესამე საუკეთესო ბომბარდირმა და კლუბის ისტორიაში ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფიგურამ, მარეკ ჰამშიკმა კლუბის ამჟამინდელი მდგომარეობის და გამორჩეული ფიგურების შესახებ ისაუბრა. სლოვაკმა ფეხბურთელმა საქართველოს ნაკრების ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას როლსაც გაუსვა ხაზი.

"ნაპოლი არაჩვეულებრივ სეზონს ატარებს. მე ვარ "აძურის" ნომერ პირველი გულშემატკივარი, მათ შორიდან ვადევნებ თვალს და მათ შესახებ ბევრს ვიგებ. ისინი ძალიან კარგად მუშაობენ და ნებისმიერ მატჩში გამარჯვებისთვის სწორი მუშაობით ემზადებიან.

კვარაცხელიას დიდი ფანტაზია აქვს, მისი თამაში კარგი საყურებელია. ოსიმენი ძალიან მომწიფდა და მისი გატანილი არცერთი გოლი არ გავს ერთმანეთს.

იმედი მაქვს, რომ ისინი დარჩებიან ნეაპოლში, რადგან ახალგაზრდები არიან და შეუძლიათ დიდი ეპოქის დაწყება. ასევე დარწმუნებული ვარ, რომ ამ გუნდს შეუძლია ხალხს დიდი კმაყოფილება მოუტანოს ჩემპიონთა ლიგაზეც. იმისთვის, რომ ამ ტურნირზე შორს წახვიდე, მეტოქეს არაფერი უნდა დაუთმო", - თქვა 35 წლის ნახევარმცველმა, რომელიც ამჟამად "ტრაბზონსპორში" თამაშობს.

მარეკ ჰამშიკმა "ნაპოლის" შემადგენლობაში გატარებულ 12 წელიწადში 520 მატჩში მონაწილეობის მიღება, 121 გოლის გატანა, 103 საგოლე პასის გაკეთება და იტალიის თასის ორჯერ მოგება მოახერხა.

სხვა სტატიები