Belive

MARCA: ტოტენჰემი მამარდაშვილისთვის ბრძოლაში ჩაერთო

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ყველაზე პრესტიჟული ესპანური გამოცემა MARCA-ს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მეკარე, გიორგი მამარდაშვილი შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში გადაბარგდეს.
"როგორც ბორდალასმა ბოლო საჯარო გამოსვლისას განაცხადა, კლუბი ბიუჯეტის დასაბალანსებლად 70 მილიონი ევროს ღირებულების კონტრაქტები უნდა გაყიდოს. ერთ-ერთი უახლოესი ტრანსფერი, რომლიდანაც "ვალენსიამ" შესაძლოა ფინანსური მოგება მიიღოს, გიორგი მამარდაშვილის გასხვისებაა, რომლის დამატებითაც კლუბმა მილიონ ევროზე ნაკლებად მაღალი დონის მეკარე შეიძინა. სხვა ეპოქის "ვალენსიაში" ის მრავალი სეზონის განმავლობაში სასტარტო შემადგენლობის მეკარე იქნებოდა, მაგრამ ახლა კლუბში სხვა პრიორიტეტებია. ქართველი ფეხბურთელის დამატების სურვილს "მანჩესტერ იუნაიტედის" შემდეგ, "ტოტენჰემიც" შეუერთდა. ორ კლუბს შორის ურთიერთობა კარგია, განსაკუთრებით ბრაიან ხილის ტრანსფერის შემდეგ, ლონდონური კლუბი კი უკვე ლორისის მომავალ შემცვლელზე ფიქრობს, რომლის კონტრაქტი 2024 წელს იწურება და ის უკვე 36 წლისაა. ამ დროისთვის ოფიციალური შეთავაზება არ ყოფილა, მაგრამ "ვალენსიასთვის" ეს არის დამატებითი გაყიდვა რომელიც ჟანგბადს მისცემს ცარიელ სალაროს", - წერს MARCA.
21 წლის გიორგი მამარდაშვილმა 2021/22 წლების სეზონში, "ვალენსიას" მაისურით ჩატარებულ 21 მატჩში 22 გოლი გაუშვა და 9-ჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა.  

სხვა სტატიები