Belive

Marca: "მამარდაშვილი გასაპრიალებელი ბრილიანტია, რომელსაც თამაში სჭირდება, თუნდაც სხვაგან"

2 წლის წინ ფეხბურთი
4 წთ
პრესტიჟული ესპანური გამოცემა Marca საქართველოს ნაკრების და "ვალენსიას" მეკარის, გიორგი მამარდაშვილის შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს და მის სათამაშო ფორმას განიხილავს.
"გიორგი მამარდაშვილის მდგომარეობა რბილად რომ ვთქვათ უცნაურია. ის ბოლო ორი თვეა, ადგილზე გაყინულ რეალობაში ცხოვრობს. არადა, მას  20 წლის ასაკში ოქროს შესაძლებლობა მიეცა - აღმოჩნდა ისეთ ელიტარულ კლუბში, როგორიც "ვალენსიაა". მიეცა შანსი, რომ სენსაცია მოეხდინა, მაგრამ შემდეგ სკამზე დასვეს და იქიდან მას კოპა დელ რეიზე თამაშის საშუალებაც არ მისცემია. ქართველი სამი თვეა გაურკვევლობაშია. ეს არის უცნაური და გასაოცარი შემთხვევა. როგორც Marca-მ შეძლო გადამოწმება, მეკარე გაკვირვებულია, მისი გარემოცვაც კი შეშფოთებულია ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ ვერც მამარდაშვილი და ვერც მისი ახლობლები ვერ იფიქრებდნენ იმ მდგომარეობაზე, რომელშიც იგი დღეს აღმოჩნდა. რა მოხდა ისეთი, რამაც მას წარმატებული სვლის გაგრძელებაში ხელი შეუშალა ...  მამარდაშვილმა მძიმე დარტყმა მიიღო, რომელთან შეგუებაც ძალიან რთულია. მას ესმოდა საფეხბურთო ელემენტები, რომლებმაც იგი ჯერ მოედანზე, შემდეგ კი  სათადარიგოთა სკამზე სტაბილურად მოხვედრამდე მიიყვანა. დრო იყო, რომ ჩრდილში ყოფნისას მას ესწავლა ის, რაც "სხვა ფეხბურთად" ითვლება, მაგრამ ამას თასზე თამაში მაინც სჭირდებოდა, რაც არ მოხდა. ფაქტია, რომ მან შეცდომები "სევილიასთან" დაუშვა და ეს მას სამსახურის დაკარგვად დაუჯდა. სილესენმა კარზე დააკაკუნა და ბორდალასი ნიდერლანდელ მეკარეს ენდო. ქართველს ლოდინი მოუწია. შეიძლებოდო თასის შეხვედრაში ეთამაშა, მაგრამ ეს არ მოხდა. ხაუმეს მიმართ ნდობის გამოცხადება მამარდაშვილისთვის კიდევ ერთი დარტყმა იყო. ამ ყველაფერს თან ტექნიკური მიზეზების გამო, "ატლეტიკოს" წინააღმდეგ მატჩის განაცხადში ვერ მოხვედრა დაემატა. ​როგორც ახალგაზრდა ადამიანი, იგი საკუთარ თავს ორმაგ მდგომარეობაში ხედავს. დიდ თამაშშია, თითქმის საჩუქრად თამაშის უფლება მიიღო, მაგრამ ამჟამინდელმა სიტუაციამ ის დააზარალა. ასეთ დროს ფსიქოლოგიური პრობლემების გაჩენა ნორმალურია. იგი 20 წლის ბრილიანტია, რომელსაც გაპრიალება სჭირდება, მაგრამ როგორც თავად მეკარის, ისე კლუბისთვის, თამაში აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ ვითარება რთულია, რადგან მიმდინარე ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ერთი კვირაა დარჩენილი და კლუბს მამარდაშვილთან განშორება არ სურს, ივნისისთვის სიტუაცია სხვაგვარი გახდება. მამარდაშვილი ვეღარ გაჩერდება - ან ითამაშებს, კონდიციების დაკარგვის რისკი დაემუქრება. ასე რომ, თუ მეკარის პოზიციაზე სიტუაცია იგივე იქნება, ეს გადაწყვეტილებების მიღებას მოითხოვს. ამ მომენტისთვის ყველაზე ლოგიკური ტრანსფერი იქნება, რადგან ეს უკვე მეკარის გონებაშია. ამ ასაკში უნდა ითამაშო და თუ აქ არ შეგიძლია, მაშინ ეს სხვაგან უნდა გააკეთო, თუნდაც იჯარით. ხაუმემ მას გაუსწრო, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მან ბორდალასის ნდობა დაიმსახურა. გუნდის ერთ-ერთმა კაპიტანმა თასზე მეკარეების ბრძოლაში გამარჯვებით დაიწყო და ეს ისევ სილესენის ტრავმის მეშვეობით გააკეთა. "ატლეტიკოს" წინააღმდეგ მან ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო. მისი საკამათო თამაში კი კვლავ კითხვებს აჩენს. ის ეჭვებს ბადებს. ყველაზე რთული ის არის, რომ მთელი ეს არეულობა უფრო მეტ ეჭვს იწვევს ", - წერს Marca.
გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც “ვალენსიამ” “დინამო თბილისიდან” უკვე ოფიციალურად გამოისყიდა, მიმდინარე სეზონში “ვალენსიას” მაისურით 6 შეხვედრაში ითამაშა, 7 გოლი გაუშვა და ორჯერ კარის მშრალად შენახვა მოახერხა.

სხვა სტატიები