Belive

Marca | დანი კარვახალმა კლუბის დატოვება გადაწყვიტა - მას ევროპაში თამაში აღარ სურს

14 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

ყველაზე პრესტიჟული ესპანური გამოცემა MARCA, საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს - მადრიდის რეალისა და ესპანეთის ეროვნული ნაკრების 34 წლის მცველი, დანი კარვახალი, სეზონის ბოლოს მადრიდის რეალს დატოვებს.

'Marca'-ს ინფორმაციით, ესპანელი ფეხბურთელის როლი გუნდში ნელ-ნელა სუსტდება, სწორედ ამიტომ, ის ახალ კლუბს ეძებს. ასევე ცნობილი ხდება, რომ კაპიტანს გუშინ საუბარი ჰქონდა ალვარო არბელოასთანაც და მიიღო მყარი გარანტია იმის შესახებ, რომ მისი სათამაშო დრო მომდევნო ტურებში გაიზრდება.

ესპანური გამოცემების ცნობით, კარვახალი ევროპაში დარჩენას აღარ აპირებს და რამდენიმე წინადადებას განიხილავს, როგორც საუდის არაბეთიდან, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

კარვახალს კლუბის დატოვება უკვე გადაწყვეტილი აქვს და ევროპულ ვარიანტს მხოლოდ იმიტომ არ განიხილავას, რომ მას სურს 'სამეფო კლუბი' მისი ბოლო ევროპული კლუბი იყოს.

34 წლის ლეგენდარულ მცველს 'სამეფო კლუბთან' ერთად ლა ლიგა 4-ჯერ, ჩემპიონთა ლიგა 6-ჯერ, ესპანეთის სუპერ თასი 3-ჯერ, უეფას სუპერ თასი 5-ჯერ, ესპანეთის თასი 2-ჯერ ხოლო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი 5-ჯერ აქვს მოგებული.

ლეგენდარული ესპანელი რეალში 2013 წლიდან ირიცხება, რა პერიოდშიც 438-ჯერ მოირგო კლუბის მაისური, სადაც 14 გოლის გატანა და 65 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

სხვა სტატიები