MARCA: "არავინ არაფერი იცის - ოქროს ბურთის გამარჯვებული შოკში ჩაგაგდებთ"
დღეს, 22 სექტემბერს, პარიზში, 2024/2025 წლების სეზონის ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.
როგორც ცნობილია, ამ დაჯილდოებას ვერ დაესწრებიან პსჟ-ს ფეხბურთლები (გარდა ტრავმირებულებისა), რადგან მათ მაგ დროს მარსელის წინააღმდეგ უწევთ თამაში, ხოლო მადრიდის რეალი, პროტესტის ნიშნად, ზედიზედ მეორედ უარს აცხადებს ცერემონიაზე დასწრებაზე.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი ესპანური გამოცემა "Marca" ავრცელებს ინფორმაციას, რომ წელს ის გამონაკლისი წელია, როდესაც წინასწარ არავინ იცის, თუ ვინ დაეუფლება წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს და როდესაც გამარჯვებული გამოცხადდება, ყველა შოკში ჩავარდება.
🚨 𝗝𝗨𝗦𝗧 𝗜𝗡: Nobody knows who is winning the Ballon d'Or tonight. There has been no leaks. People will be shocked tonight.
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) September 22, 2025
— @marca pic.twitter.com/Uk6EVBnd7d
აქვე შეგახსენებთ, რომ ოქროს ბურთის მოგების მთავარი კანდიდატები: უსმან დემბელე, დეზირე დუე, რაფინია და ლამინე იამალი არიან.
ოქროს ბურთის დაჯილდოება თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.