Belive

მარადონას შვილი: "10 ნომერი კვარას?! არა, ის ხელშეუხებელია..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის - დიეგო მარადონას შვილმა, დიეგო სინაგრამ, ხვიჩა კვარაცხელიას შესაძლო 10 ნომრიან მაისურზე ისაუბრა.

"10 ნომრიანი მაისური კვარას? როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით ინსინიეზე, რომ შესაძლოა ის 10 ნომერი ყოფილიყო, მე ვუთხარი: რაც შემიძლია გითხრა ლორენცო, არის ის, რომ ერთ დღეს შეგიძლია აიღო 24-ნომრიანი მაისური. იგივე აზრი მაქვს კვარას მიმართაც, მას შეუძლია ნებისმიერ ნომერს შეეხოს, გარდა 10-ისა. ის მნიშვნელოვანი, ძლიერი მოთამაშეა, დღევანდელი "ნაპოლის" ნამდვილი ლიდერია და ყველაფერს კარგად ართმევს თავს.

ერთადერთი რაც დარწმუნებით მინდა გავიმეორო არის ის, რომ 10-ნომრიანი მაისური ხელშეუხებელია..."

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კვარას თხოვნის შემთხვევაში მას 10-ნომრიან მაისურს მოარგებდნენ, თუმცა როგორც ჩანს ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

სხვა სტატიები