Belive

მარადონას პირადი ექიმი შესაძლოა მკაცრად დაისაჯოს - მას ბრალი წაუყენეს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დიეგო არმანდო მარადონას პირად ექიმს, 39 წლის - ლეოპოლდ ლუკეს ბრალი წაუყენეს. მას შემდეგ რაც მარადონას ქალიშვილს - დალმა მარადონას არგენიტინელმა პოლიციელბმა ჩვენება ჩამოართვეს, მარადონას პირად ექიმს 39 წლის ლეოპოლდ ლუკეს ბრალი წაუყენეს, მას ბრალად ედება არაგანზრახ მკვლელობა, დახმარების არ გაწევა და ავადმყოფის მეთვალყურეობის გარეშე დატოვება, ასევე მარადონას ქალიშვილს ექიმის კვალიფიკაციაში ეჭვი შეეპარა. გამოძიების ფარგლებში პოლიციამ ექიმის სახლსა და სამუშაო კაბინეტში ჩხრეკა ჩაატარა და მობილური ტელეფონები, კომპიუტერები დ დოკუმენტაცია, მათ შორის მარადონას ავადმყოფობის ისტორია ამოიღო. შეგახსენებთ, რომ 25 ნოემბერს, დიეგო არმანდო მარადონა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. არგენტინული მედიის თანახმად, მარადონას გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.  

სხვა სტატიები