კრეიგ ბელამის მართვის მოწმობა 18 თვით ჩამოართვეს და £650-ით დააჯარიმეს - "ლივერპულის," "მანჩესტერ სიტის," "ნიუკასლისა" და სხვა ინგლისური კლუბების ყოფილი მოთამაშე პოლიციამ იმ დროს გააჩერა, როდესაც იგი ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა.
აღსანიშნავია, რომ 2013 წელს, სიჩქარის გადაჭარბების გამო, ბელამის მართვის მოწმობა 6 თვით ჰქონდა ჩამორთმეული.
კრეიგ ბელამის უელსის ეროვნულ ნაკრებში 78 მატჩი აქვს ჩატარებული. მიმდინარე წლის დასაწყისში იგი უელსის ახალგაზრდულ ნაკრებს (U18) წვრთნიდა, თუმცა ერთ-ერთი ფეხბურთელის შეურაცხყოფისთვის მას პოსტის დატოვება მოუწია.