Belive

მანე: ,,სეზონის წინ, რონალდუმ ბაიერნში გადასვლა მომილოცა და მითხრა, რომ ეს ჩემთვის დიდი ნაბიჯია''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის ,,ბაიერნის'' თავდამსხმელი, სადიო მანე, კრიშტიანუ რონალდუს ,,რეკორდმაისტერში'' შესაძლო გადასვლის შესახებ გავრცელებულ ჭორებს გამოეხმაურა:

,,რონალდუს ,,ბაიერნში'' გადმოსვლა ძალიან უნდოდა? ეს ბუნდესლიგის დონეზე მეტყველებს და ხაზს უსვამს იმას, რაც უკვე ვთქვი: თქვენ გერმანიის ჩემპიონატს სათანადოდ არ აფასებთ. ბუნდესლიგის დონეს ჩემპიონთა ლიგის ბოლო მატჩებიც აჩვენებს.

მიმდინარე სეზონის დაწყების წინ, როცა ჩემი ტრანსფერი უკვე გადაწყვეტილ იყო, რონალდუს მალიორკაში შევხვდი. მან მომილოცა და მითხრა: ,,ბაიერნი შესანიშნავი გუნდია. ეს შენთვის დიდი ნაბიჯია!'' - მანეს სიტყვებს Sport Bild-ი ციტირებს.

მიმდინარე სეზონში მანეს ანგარიშზე ,,ბაიერნის'' მაისურით ჩატარებულ 24 შეხვედრაში 11 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები